Интер РАО ელექტროენერგიის ექსპორტის ერთ-ერთ მიმართულებად საქართველოსაც განიხილავს
რუსეთის ენერგეტიკული კომპანია Интер РАО ელექტროენერგიის ექსპორტის ერთ-ერთ მიმართულებად საქართველოსაც განიხილავს, რომელსაც თურქეთში შემდგომი მიწოდების პოტენციალი აქვს, – აცხადებს რუსული კომპანიის მმართველობის წევრი ალექსანდრა პანინა.
Интер РАО საქართველოში ორ ჰესს — „ხრამი–1“-სა და „ხრამი–2“-ს ფლობს, რომელთა საერთო სიმძლავრე 227 მეგავატს შეადგენს. ჰოლდინგს ასევე ეკუთვნის კომპანია „თელასის“ 75,11%, რომელიც თბილისს ემსახურება.
2018 წელს Интер РАО-მ საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტი 58,8%-ით შეამცირა და 206 მლნ კილოვატ/საათამდე დაიყვანა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე რუსეთიდან საქართველოში 74,4 მლნ კილოვატ/საათი ელექტროენერგიაა შემოსული.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2030 წლისთვის, პროგნოზების თანახმად, 22 მლრდ კილოვატ/საათს მიაღწევს. დღეისათვის აღნიშნული მაჩვენებელი 13 მლრდ კილოვატ/საათის ტოლია.