„СССР… ოღონდ არ გამოვა“ – მერაბ სეფაშვილი „ნაცმოძრაობის“ ოფისში განვითარებული მოვლენების შესახებ
მომღერალი მერაბ სეფაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ იფისში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება: -„С С С Р… 23 თებერვალი. ოღონდ არ გამოვა!“
ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი, 19 თებერვალს წარადგინა.
პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო.
22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.