აბასთუმნის ობსერვატორია ილიას უნივერსიტეტს გამოეყოფა
აბასთუმნის ობსერვატორია ილიას უნივერსიტეტს გამოეყოფა. ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება. დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.
„სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყოს მის სტრუქტურაში შემავალი, დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეული- საქართველოს ევგენი ხარაძია ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია და დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, – ნათქვამია გიორგი გახარიას ხელმოწერით გამოქვეყნებულ N475-ე დადგენილებაში.