აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19, მე-20 საუკუნეებში აშენებული ისტორიული სახლების პირვანდელი სახით აღდგენა დასრულდა

კურორტ აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19, მე-20 საუკუნეებში აშენებული ისტორიული სახლების პირვანდელი სახით აღდგენა დასრულდა

უნიკალური ბუნებრივ-კლიმატური და ისტორიული მნიშვნელობის კურორტ აბასთუმნის განვითარების პროექტზე საქართველოს მთავრობამ 2014 წელს დაიწყო მსოფლიო ბანკთან მოლაპარაკებები

დასრულდა ობსერვატორიის რეაბილიტაცია , რომელიც მალე კვლევითი დანიშნულების გარდა, ტურისტულ ფუნქციასაც შეიძენს – აღდგენილი დიდი ტელესკოპის შენობაში განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, საგამოფენო და სამუშაო სივრცე, ბიბლიოთეკა
განახლდა 1982 წელს აშენებული საბაგირო გზა

დასრულდა კურორტ აბასთუმნის გენგეგმა, რაც გახდება ქაოტური განაშენიანებისგან აბასთუმნის დაცვის გარანტია

ფონდი „ქართუს“ მეშვეობით აშენდა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფილტვის ცენტრი და აღდგა აბასთუმნის ამბულატორია

მიმდინარეობს აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის და ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია

მუშავდება აბასთუმნის ურბანული განახლების პროექტი

კურორტის ეკო სისტემის შენარჩუნების მიზნით, იგეგმება აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაც

კომენტარები