„აბა, “ბევრს” რომ “ვუწერდი”, მაშინ კარგ ხასიათზე ვიყავი, ეტყობა“ – ნიკა გვარამია

-„ახლა გვარამია გაბრაზდა და ცოტას დაგვიწერს”, – ტექსტი ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ჩატიდან. ავტორს არ ვასახელებ (ჯერ), თუმცა ეტყობა თვითონ მიჩვეული არიან წერას და კითხვას და ციფრებით მანიპულირებას. აბა, ასეთ დაშვებებს მარტო იდიოტები ან შულერები აკეთებენ. ან იდიოტი შულერები

აბა, “ბევრს” რომ “ვუწერდი”, მაშინ კარგ ხასიათზე ვიყავი, ეტყობა.

მოკლედ, კვირას, იფსოს საფრანგეთის წინასაარჩევნო კვლევის მესამე ტალღის შედეგები. დაელოდეთ პოსტფაქტუმს.

ps მე მშვენიერ ხასიათზე ვარ და არავიზე ვარ გაბრაზებული, მშვიდად იყავით და გახსოვდეთ, რომ სირცხვილი ჯერ კიდევ არავის გაუუქმებია”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

კომენტარები