„აბა რა გეგონა, წინააღმდეგობა რომ გაუწიეო? რატომ არ დათმეო? უნდა დამეთმო ჩემი სახლი და არაფერი მოხდებოდა“ – ვალერი გელაშვილი

ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა:

-„მიხეილ სააკაშვილი უნდა იჯდეს ციხეში, ამაზე ვინ უნდა იდავოს? ის კრიმინალია, ციხეში უნდა იყოს. ბევრჯერ მისაუბრია ჩემს საქმეზე „ნაცმოძრაობის“ წევრებთან და უპასუხიათ – აბა რა გეგონა, წინააღმდეგობა რომ გაუწიეო? რატომ არ დათმეო? უნდა დამეთმო ჩემი სახლი და არაფერი მოხდებოდა. ანგარიშსწორებას ველოდები, მაგრამ არა იმას, რომ წიხლებით გავეთელე და თავის ქალა დამსხვრეული მქონოდა. წინასწარი ვიცოდი, – რაღაცას მიპირებდნენ. ეს მოხდა დღის პირველ საათზე, ელიავას ბაზრობის წინ, რათა ყველას დაენახა, რომ ვინც წინააღმდეგობას გაუწევთ, ყველას უარესი მოუვა. ეს იყო მათი ამოცანა. ეს იყო მხოლოდ დაშინება. ამის შემდეგ დაიწყო ტერორი, ბიზნესმენების დაშინება, ქონების წართმევა. მე წავედი ვილნიუსში, იმიტომ რომ ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი. 4,5 ლიტრი წყალი მქონდა ფილტვში, ვითიშებოდი, მდგომარეობიდან უკვე ვეღარ გამომიყვანდნენ. 2 საათი გავჩერდით აეროპორტში, ჩემთვის რომ ექიმებს ფილტვიდან წყალი ამოეღოთ. 2 საათის დაგვიანების შემთხვევაში ცოცხალი აღარ ვიქნებოდი“.

კომენტარები