აბა. ტყუილად კი არ არიან ეგ ჯოჯოხეთიდან გამოქცეულები.

დიმიტრი ბიძინაშვილი :

საქართველოს აწინ ომს აღარავინ არ დაუწყებს, აღარაა საჭირო, შეიცვალა მეთოდები.
დამონებულ, ყველაფერზე გაჩუმებულ და დაშლილ ერს, უბრალოდ აღარ ჭირდება ტანკი.
რა საჭიროა ომი როდესაც კიბოთი და ლეიკემიით გვჟუჟავენ. გაიღვიძებ ერთ დღეს, დილით წახვალ შენ საქმეზე და ბრახ…. რამოდენიმე ხანში, სრულიად ჯანმრთელ ადამიანს უკურნებელი სენი გჭირს.
მილიონჯერ სულის შემხუთველი საშინელებაა როდესაც ბავშვები არიან ავად. დგახარ ბატივით პირდაღებული, სრულიად უმწეოდ და ვერ შველი. ზოგს იმ ანალიზების ფულიც არა აქვს.
რა საჭიროა ომი როდესაც მსოფლიოში ყველაზე ცუდი ხარისხის საწვავით გვკლავენ – ტყვიის რაოდენობა ჰაერში საოცრად დიდია.
რად უნდა ომი ერს რომელსაც თაობები და შვილები წაართვეს. დედას, ბებიას, დეიდას, მამიდას, მამას, ბაბუას – შვილებთან და შვილიშვილებთან ყოფნის უფლება აქვს ჩამორთმეული. და იზრდებიან ეს მოტყუებეული ბავშვები უპატრონოდ, ძალიან თავისუფლები გონიათ თავი. არადა რა თბილები არიან და როგორ ეძებენ სითბოს ხალხში.
რად უნდა ტყვია და ცეცხლი ერს, რომლის არც ისე მცირე ნაწილს ლუგარი და ნატოს ბაზები უხარია – აზროვნების დაქვეითების უმაღლესი ხარისხი.
და ბოლოს ყველაზე მთავარი – ერთი ტყვიაც არაა საჭირო იმ ხალხისთვის, რომელმაც ვერაფრით ისწავლა ერთად დგომა და ერთმანეთის ზიზღი. იმეტესობა დღემდე ვერ მიხვდა რა გააკეთა და რას აკეთებს დღეს. კიდე ჩვენი ბუნჩულა ხასიათით და თბილი გულებით ვინარჩუნებთ ერთმანეთს, თორემ აქამდე სხვა ერებს დედა უტირებდნენ.
ადამიანური ურთიერთობები მინიმუმამდეა დაყვანილი – მუშაობს გენაცვალე, ტავისტოკის ლონდონის უნივერსიტეტი, აბა. ტყუილად კი არ არიან ეგ ჯოჯოხეთიდან გამოქცეულები.

კომენტარები