აბიტურიენტთა შეფასების წესი იცვლება-სამინისტრო ახალ მოდელს განიხილავს
ამ ეტაპზე საქართველოში ყველა უნივერსიტეტს უფლება აქვს, ეროვნული გამოცდების ფორმატში საკუთარი სტანდარტი დანერგოს. ამერიკულ სისტემაში უნივერსიტეტები საშუალო სკოლის ნიშანსაც ითვალისწინებენ, რითაც იქ ამაღლებულია სკოლის ნიშნის მნიშვნელობა.
განვიხილავთ ისეთ მიდგომას, – ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, სხვა კომპონენტების გათვალისწინებაც ხდება, – სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან და კლასგარეშე მუშაობა. ამერიკაში ეს მეთოდი დიდი ხანია აპრობირებულია. ძალიან კარგად მუშაობს. ჩვენც შეგვიძლია ანალოგიური მოდელის დანერგვა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმა აუცილებელია, სწორედ ამიტომ განიხილება ამ მიმართულებით ახალი მიდგომა. „ეროვნული გამოცდების ფორმა, რომელიც ახლა გვაქვს, აუცილებლად საჭიროებს რეფორმას, არა მხოლოდ სტრუქტურის კუთხით, არამედ შინაარსობრივად. ჩემი აზრით, გამოცდებზე აქცენტი უნდა გაკეთდეს აზროვნებაზე, შემოქმედებით მიდგომაზე, ვიდრე ფაქტების დამახსოვრებაზე“, –განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.