„აბსურდულ სიბინძურეებს აბრალებენ და პრობლემა არა აქვთ. ეს ადამიანები პედოფილიას…“ – შოთა მარტინენკო

„ალტ-ინფოს“ გადაცემა „ალტერნატიული ხედვა“.

სტუმარი: შოთა მარტინენკო – „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი

-„როცა მხარე შეტევის ისეთ ფორმებზეა შენს მიმართ წამსვლელი, რომ ტყუილით ითხოვს შენს დაჭერას და 10 წლით ციხეში გაშვებას, არა მარტო შენი, არამედ სხვა ხალხისაც, ვინც ახლა ციხეშია, აბრალებენ ტყუილად მკვლელობას. ასევე ცხადია, ეს დემონსტრაცია ამისა, რომ ნებისმიერი ჩვენგანი, ვინც ასეთ სიტუაციაში შიძლება აღმოჩენილიყო, მასაც ისევე მიუდგებოდნენ, ტყუილს დააბრალებდნენ, 10 წლით ციხეში გაეგზავნათ, დაენგრიათ მისთვის ოჯახი და მისი შვილებისთვის მომავალი. როცა ეს ადამიანები პედოფილიას აბრალებდნენ ეკლესიას, სასულიერო პირებს, ბავშვთა სახლი რომ ჰქონდა ეკლესიას და ასობით ბავშვი გაზარდეს და პედოფილიას აბრალებდნენ, მართლა ახერხებენ გარკვეული ნაწილის შეცდომაში შეყვანას. იციან, რომ ტყუილია და ისეთ ფაქტებს იგონებენ და აბსურდულ სიბინძურეებს აბრალებენ და პრობლემა არა აქვთ, რომ ვიღაცა დაიჯერეს ამას და იმ სასულიერო პირების რეპუტაცია განადგურდება ბევრის თვალში. ამ ადამიანების მიმართ რაღაცა თუ მოხდა, ვინმე თუ გაბრაზდა და ისეთი ნაბიჯები გადადგა, რეებზეც ესენი წიოკობენ, არანაირი რეაქცია არა მაქვს! ამათი მთელუ აღშფოთება და შეშფოთება იმაშია, რომ ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილი თანდათან ამ განწყობაზე გადადის, რეაქცია აღარა აქვს. რასაც გვაბრალებენ, სულ რომ გაირკვეს მართალია, ხალხს რეაქცია აღარა აქვს, მეც არ მექნება რეაქცია. ხალხის ამ განწყობას რომ ხედავენ, ამაზე გიჟდებიან, ამის გამოა ამათი პანიკა

თითოეულმა ჩვენგანმა მკაფიოდ უნდა გაიგოს, ვინ არის მტერი და რა არაადამიანობაზეა წამსვლელი ჩვენზე გამარჯვებისთვის…“, – განაცხადა შოთა მარტინენკომ.

ნახეთ გადაცემა
კომენტარები