„აგროტექნიკაზე სახელმწიფო თანადაფინანსება ფერმერებს ხელს უწყობს, თანამედროვე და ხარისხიანი ტექნიკა შეიძინონ“
„აგრო მოტორსის“ დამფუძნებელმა, აკაკი გოგსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა:
„აგროტექნიკაზე სახელმწიფო თანადაფინანსება ფერმერებს ხელს უწყობს, თანამედროვე და ხარისხიანი ტექნიკა შეიძინონ და კარგი იქნება, თუ გაგრძელდება.
გასული საუკუნის 90-იან წლებთან შედარებით, ქვეყანაში აგროტექნიკის ბაზა ფაქტობრივად, განახევრებულია და დაახლოებით შვიდ-რვა ათას ერთეულს შეადგენს, თანაც ფერმერები ძირითადად მეორად ტექნიკას ამჯობინებენ, რაც თანამედროვე ტექნიკასთან შედარებით მეტ საწვავს წვავს და ნაკლებპროდუქტიულია.
„აგრო მოტორსი“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ბრენდის „John Deere”-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და მისი პროდუქციის იმპორტს, რეალიზაციასა და მომსახურებას ახორციელებს. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, მოთხოვნა წლიდან წლამდე ორმაგდება, თუმცა ფერმერები დამოუკიდებლად ახალი ტექნიკის შეძენას მაინც ერიდებიან და კარგი იქნება, თუ წელს მოქმედი აგროტექნიკის სახელმწიფო თანადაფინანსების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.
„სახელმწიფო თანადაფინანსების პროექტის გამო, მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ გაზაფხულზე მომხმარებელს ვერ ავუდიოდით და ეზოში რიგი იდგა. ძალიან ბევრი დარჩა და ბევრია მოლოდინში. საუბარია, რომ ეს პროექტი გაგრძელდება, მაგრამ ჯერ კონკრეტულად ვერფერს ამბობენ. კარგი ექნება, თუ გაგრძელდება. ჩვენც ხელს გვიწყობს, ბიზნესს და ფერმერებსაც ხელს უწყობს, რომ თანამედროვე და ხარისხიანი ტექნიკა შეიძინონ. დამოუკიდებლად მაინც მეორადის შეძენას ცდილობენ, არ შეუძლიათ, ეშინიათ“.