„ადამიანად მოდის ღმერთი, უსასრულო ზღვა და ოკეანე სათნოებებისა, სიმდაბლისა, მორჩილებისა“- დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

-„ადამიანად მოდის ღმერთი,
უსასრულო ზღვა და ოკეანე სათნოებებისა,
სიმდაბლისა,
მორჩილებისა,
სიკეთისა,
სიყვარულისა,
სიყვარულისა,
სიყვარულისა,
როგორი პატივისმცემელი ადამიანის თვისუფლებისა
და როგორ მივესიეთ და მოვკალით,
როგორც ძაღლები მიესევიან ხოლმე, უსუსურ მსხვერპლს და დაუნდობად გლეჯენ და არანაირი განცდა არა აქვთ იმისა, რომ მას სტკივა, იგი ცოდვაა, იგი მიუსაფარია,
აი, ამგვარად მივესიეთ ადამიანები განკაცებულ ღმერთს
და ლუკმა-ლუკმა დავგლიჯეთ.
სწორედ ამის გამო გვაძლევს ღმერთი თავის სისხლსა და ხორცს,
მიიღეთ და სჭამეთ ხორცი ჩემი
და სუთ ამისგან და ჩემს მოსახსენებლად ეს ყოველთვის გააკეთეთო,
– რა უცნაურია?! განა ღმერთი თავისთავს სხვანაირად ვერ გვაზიარებდა?!
განა ღმერთი მადლს, სხვანაირად ვერ მოგვცემდა?!
რატომ მაინცდამაინც ხორცი და სისხლი?!
და რატომ მოსახსენებლად და რატომ მოსაგონებლად?!
თან სიკვდილის წინ, როცა ჩვენი ხელით უნდა მომკვდარიყო?
– ალბათ, სწორედ იმიტომ, რომ გაგვხსენებოდა, რა დავმართეთ მას, როგორ ძაღლებივით მივესიეთ და დავჯიჯგნეთ,
უწმიდესი,
ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი,
სათნო,
დაუცველი, იმიტომ რომ მან ასე ინება,
და თუ ჩვენ ჩვენი ძაღლობა არ გვეტკინება და არ გვექნება სინანული, რომ უფალს ასე მოვექეცით, არანაირი ფასი არ ექნება ჩვენ აქ მყოფობას,
აღმსარებლობა – მაზიარებლობას.
მხოლოდ ამგვარი განცდისა და ტკივილის დროს, რასაც ჩვენ პირუტყვობა გვაყენებს,
შეიძლება შეგვებრალოს უფალი,
ჩვენი ხელიდან მოკლული
და შევინანოთ,
ეს რა გიქენით, უფალო, ეს რა დაგმართეთ უფალო“.
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
/გვერდის ამონარიდების არქივიდან/
კომენტარები