“ადამიანები გაოფლიანებულები შევარდებიან წყალში, რასაც ხდება სისხლძარღვების სპაზმი და გულის შეტევა მოჰყვება”

” არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შუადღის თაკარა სიცხეში წყალში პირდაპირ შესვლა, არც დილით ძალიან ადრე, ან გვიან საღამოს! არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ წყალში შესვლისთანავე მთელი ტანით ჩაყურყუმელავდეთ ან ჩაყვინთოთ.

ჯერ უნდა აიღოთ მუჭით წყალი და ნელ-ნელა დაისხათ, გულ-მკერდზე, კისერზე და ასე შემდეგ… ადამიანები გაოფლიანებულები შევარდებიან წყალში, რასაც ხდება სისხლძარღვების სპაზმი და გულის შეტევა მოჰყვება. ძალიან გაახლაგზარდავდა გულის დაავადებები. ადრე თუ გულის ინფაქტი 40 წლის შემდეგ იყო, ახლა ბევრი შემთხვევა უფრო ახალგაზრდა ასაკშია. არაჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს ბევრი ადამიანი და ეს იწვევს უამრავ პრობლემას! ახალგაზრდებს წყალზე უყვართ ერთმანეთის გახუმრება, შეშინება, უცებ ერთმანეთს წყლის დიდ ტალღაში შეაგდებენ… ასეთი რამ ყოვლად დაუშვებელია! შიში და სტრესი იწვევს სისხლძარღვების სპაზმს, შიში უცაბედად განვითარებული სტრესია ორგანიზმისთვის! შეიძლება ადამიანი ძალიან ჯანმრთელი იყოს, მაგრამ ძლიერი შიშის შედეგად, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნას გულთა სისხლძარღვის…” – ამბობს კარდიოლოგი ანზორ მელია

 

წყარო: http://www.newposts.ge/

კომენტარები