„ადამიანები, რომლებმაც ბოლო 10 თვეა არ ვიცით, რა არის პირადი ცხოვრება, ვათენებთ და ვაღამებთ პაციენტის საწოლთან, რომ სიცოცხლე გადავარჩინოთ, ვერავისგან პრეტენზიას ვერ მივიღებთ!“ – ლევან რატიანი

შეკითხვას,  პანდემიის მართვის პროცესში გადაწვეტილებების მიღება დაგვიანებით ხდება.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა უპასუხა:
-„ადამიანები, რომლებმაც ბოლო 10 თვეა არ ვიცით, რა არის პირადი ცხოვრება, ვათენებთ და ვაღამებთ პაციენტის საწოლთან, რომ სიცოცხლე გადავარჩინოთ, ვერავისგან პრეტენზიას ვერ მივიღებთ!
ჩვენმა სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა,  ლეტალობის ნაკლები შემთხვევა გვქონოდა. არავის პოლიტიკური შეხედულება არ მაინტერესებს. ეს ჩემი ქვეყანაა, რომელიც სულით და გულით მიყვარს. არავისზე ნაკლები არ გაუკეთებია ჩვენს სახელმწიფოს, ექიმებთან ერთად, რომ ლეტალობის რაც შეიძლება ნაკლები შემთხვევა გვქონოდა. ვერ დავეთანხმები ვერავის იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა ვიღაცას ჩამორჩებოდა. პირიქით, ჩვენმა სახელმწიფომ, ყველამ ერთად, ყველაფერი გავაკეთეთ,  ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის გაგვეწია იმაზე მეტი სერვისი, რისი საშუალება და შესაძლებლობაც გვქონდა. ექიმებმა თავი გაწირეს ამასთან დაკავშირებით.
ყველას ჩემი პატივისცემა, მაგრამ ადამიანები, რომლებმაც ბოლო ათი თვეა არ ვიცით, რა არის პირადი ცხოვრება და ვათენებთ და ვაღამებთ პაციენტის საწოლთან, რომ გამოსავალი ვიპოვოთ და სიცოცხლე გადავარჩინოთ, ვერავისგან პრეტენზიას ვერ მივიღებთ.  პირადად, მე ამ პრეტენზიას ვერ მივიღებ იმიტომ, რომ ჩემი პირადი ცხოვრება არ გამაჩნია. არავის არ უნდოდა პანდემიაში ცხოვრება. ვერც მე და ვერც ვერავის წარმოგვედგინა.
ბუმბერაზი ქვეყნები, – იტალია, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები და ა.შ. სადაც სამედიცინო დაფინანსება იმაზე, მეტი აქვთ, ვიდრე სჭირდებოდათ, ჩვენ  მწირი ბიუჯეტი გვაქვს, მაგრამ შედეგები, მგონი, ერთნაირი დავდეთ, ვერ გეტყვით ვის ხარჯზე იყო, მაგრამ ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში სამედიცინო პერსონალმა – დაწყებული სანიტრიდან დამთავრებული კლინიკის ხელმძღვანელებამდე, ყველაფერი გავაკეთეთ,  რაც შეიძლება ეფექტურად გვემუშავა, ამისთვის ერთმანეთს გვერდში ვედექით. ჩვენ არც დღე ვიცით, არც ღამე. მარტივია ლაპარაკი, როდესაც საქმეში არ ხარ ჩართული. ექიმი მაშინ ხარ, როდესაც გამოცდილება და პრაქტიკა გაქვს. მიკვირს კიდეც ადამიანების, როდესაც საუბრობენ ახალ კორონავირუსზე, როდესაც კოვიდინფიცირებული პაციენტები არათუ ჰორიზონტალურად არ უნახავთ, არამედ ვერტიკალურადაც არ გაუსინჯავთ. ვფიქრობ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, სახელმწიფოსთან ერთად ყველაფერი გააკეთა, – რაც შეიძლება ნაკლები ლეტალური შემთხვევა გვქონოდა. ვისურვებდი,  ყველა გავერთიანებულიყავით.
რაც გადაგვარჩენს – თანადგომაა. ძალიან არ მიყვარს, როდესაც ვიღაცას ვექიშპები იმიტომ, რომ ამ ქიშპში ორივე ვაგებთ. ჯობია, ერთმანეთის გვერდით დგომით მოვიგოთ ეს ომი.
რა თქმა უნდა,  მეორე ეტაპი მედპერსონალისთვის, უფრო მძიმე იყო, ვიდრე პირველი ეტაპი, ვფიქრობ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ და სახელმწიფომ ეს შეძლო, – ამ ეტაპამდე თავი გავართვით, იმედია, მომავალშიც ასე გავართმევთ თავს და გადავრჩებით“,- განაცხადა რატიანმა
კომენტარები