“ადამიანები ჯერ გახდებიან ჩვილებივით მორჩილები, მერე ამოხეთქავს აგრესია. მთელ მსოფლიოში ასე მოხდა”-ნათია ფანჯიკიძე:

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს-

კარანტინის დასაწყისშივე, რომ მეკითხებოდნენ, როგორ იმოქმედებს ეს ადამიანებზე? – ვამბობდი, დინამიკა იქნება ასეთი, – ადამიანები ჯერ გახდებიან ჩვილებივით მორჩილები, მერე ამოხეთქავს აგრესია. მთელ მსოფლიოში ასე მოხდა, ჩვენთან უფრო სუსტად, რის მიზეზიც მგონია ის, რომ შინ და გარეთ ცხოვრებას შორის კონტრასტი ჩვენთან ნაკლებია, ვიდრე “მდუღარე და მჩქეფარე” ქვეყნებში. მიუხედავად ამისა, კარანტინის დროსაც წამიერად მიტევდა წესების დარღვევის სურვილი, კარანტინის შემდეგ ვარ გაზარმაცებული (რაც მეტი საქმე მაქვს, მითუფრო), ჩვეულებრივზე აგრესიული (ჩხუბში არ გამოიხატება, დესტრუქციის სურვილში და რის დესტრუქციის, სულერთია, ავტო თუ გარეთ მიმართული, ეგეც სულერთია). ახლა კარგი დროა, თუ აგრესია ჩამოანგრევს, რის ჩამონგრევის ენთუზიაზმიც ადრე არ გვქონდა, ცუდი დროა, – არ შემოგველეწოს ის, რაც არაა ჩამოსანგრევი. თქვენ როგორ ხართ?”-წერს ნათია ფანჯიკიძე

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები