„ადამიანებს აპანიკებენ, – ყველას დაგემართებათ, ჩქარა მობრძანდით და აიცერით! რატომ უნდა ავიცრა იმ შტამზე, რომლისთვისაც ვაქცინა არ არის ჯერ…“ – თინა თოფურია

„ალტ-ინფოს“ გადაცემა „განსხვავებული აზრი”.  წამყვანი ჟურნალისტი და უფლებადამცველი ზაზა დავითაია.

თემა: კოვიდ-აფერა

სტუმარი: თინა თოფურია – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი

-„მოვიხსნათ შიში პირველ რიგში, იმიტომ რომ, ეს არის ყველა უბედურების მიზეზი, რაც გვჭირს, სანამ არ მოვიხსნით შიშს, არ მორჩება ეს კოვიდ-აფიორა, კოვიდ ფაშიზმი, ეს ფსიქოლოგიური ტერორი. შიში ვისაც არ აქვს, არც ემართება კოვიდი. ბაზისი ამ ყველაფრის არის ადამიანში დაბუდებული შიში, რომელსაც შთაგვაგონებ ჩვენ. იმიტომ რომ შიში ქმნის ისეთ ვიბრაციას და ისე ქმნის ადამიანის შინაგან გომეოსტაზს, ისე აქვეითებს იმუნიტეტს, რომ მას ძალიან ადვილად ერევა პათოგენი და არ არის აუცილებელი, ვირუსი გარედან შემოსული იყოს. ჩვენ ორგანიზმში არის დაახლოებით 2,5 კილოდან 7 კილოგრამდე სხვადასხვა პათოგენები – ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები და ა.შ. ასე რომ, მათი გააქტიურებაც შეიძლება მოხდეს და სრულიად არ არის აუცილებელი, რომ კოვიდი იყოს. ვირუსით ან ბაქტერიით გამოწვეული დაავადების აღძვრა დიდად დამოკიდებული არის განწყობაზეც. ღიზიანდება ნერვული სისტემა, მოქმედებს ფსიქიკაზე, ამიტომ ან დეპრესიებს იწვევს. ამიტომ იყო, რომ ნებისმიერი სახადის და დაავადების დროსაც იყო სიწყნარე, მუსიკა, მშვიდი ატმოსფერო. ჩვენ რასთან გვაქვს საქმე? პირიქით, ამის საშუალებას არ გვაძლევენ.

ახლა მოდის „იმიკრონი“. გვეუბნებიან, რომ არ არის სასიკვდილო, არ არის მძიმე, ის ჩაანაცვლებს დელტას. დელტა კორონაშტამებიდან ყველაზე აგრესიული აღმოაჩნდა, პროგნოზები იყო, რომ დაიხოცებით ყველა, აღმოჩნდა, რომ არა!  უკვე გამოჩნდა, რომ ერთეული შემთხვევებია სიკვდილიანობის და გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, ადამიანებს აპანიკებენ, – ყველა დაგემართებათ, ჩქარა მობრძანდით და აიცერით! რატომ უნდა ავიცრა იმ შტამზე, რომლისთვისაც ვაქცინა არ არის ჯერ შექმნილი, აქედან დავიწყოთ. ვაქცინა არის შექმნილი ვუჰანის ვარიანტისათვის. იმის მერე ორი წელი გავიდა. ის უკვე დაძველდა. ეს უკვე მისი შთამომავალია. ბუსტერ დოზას გვაიძულებენ…“, – განაცხადა თინა თოფურიამ.

ნახეთ გადაცემა

აქ: 👇

ვიდეო – https://fb.watch/athgN3JQ60/

კომენტარები