„ადამიანებს ჩიპების და რაღაცების სჯერათ და ვირუსი რომ არის მათ გვერდით, ამის არ სჯერათ“ – პაატა იმნაძე

-„ადამიანებს ჩიპების და რაღაცების სჯერათ და ვირუსი რომ არის მათ გვერდით, ამის არ სჯერათ. ვირუსი არის, ის არსად გამქრალა.  ნებისმიერ დროს, თუ ჩვენ არ ვიქნებით მაქსიმალურად ფრთხილად, არ დავიცავთ წესებს, ყოველთვის არის ვარიანტი, რომ ის შემობრუნდეს. ზამთარში, რა თქმა უნდა, როცა რესპირაციული დაავადებების სეზონი დადგება, სამწუხაროდ, ძალიან მაღალი ალბათობაა, რომ ვირუსი შემობრუნდება“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 419 უკვე გამოჯანმრთელდა. 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები