ადამიანის ტვინის კომპიუტერში გადმოწერა იქნება შესაძლებელი

კვანტური მასალით ადამიანის ტვინის კომპიუტერში გადმოწერა იქნება შესაძლებელი.

სხვადასხვა ლაბორატორიები ინახავენ გენიოსების ტვინებს. ეს ხდება საქართველოს მასშტაბითაც –  გალაკტიონ ტაბიძისა თუ ზაქარია ფალიაშვილის ტვინების შესახებაც… ბიოლოგიური შენახვის მეთოდების გვერდის ავლით, რამდენად ფუნქციური შეიძლებოდა ყოფილიყო მათი ტვინი, თუ მას დღეს, ციფრულად შეინახავდნენ?

მეცნიერებმა შექმნეს ახალი კვანტური მასალა, რომელიც შეძლებს უზრუნველყოს ინფორმაციის ტრანსფერი ადამიანის ტვინიდან კომპიუტერულ სისტემაში. კვლევა ისევ მიმდინარეობს – ადამიანებმა შეძლონ საკუთარი ტვინის ციფრულ ღრუბელზე (Cloud) ატვირთვა, აკონტროლონ ჯანმრთელობა. პურდუს უნივერსიტეტისა (აშშ) და არგონის ლაბორატორიის მეცნიერები ამას მომავლის სამყაროს ნაწილად მიიჩნევენ. ახალი კვანტური მასალა იქნება სისტემა, რომელსაც ტვინი ელექტროქიმიური სიგნალების ელექტრულ აქტივობად თარგმნა, კომპიუტერში გადატანა და ინტერპრეტირება შეუძლია.

„ ეს მასალა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია კომპიუტერული მოწყობილობის შექმნის კუთხით, მოწყობილობის, რომელზეც შეგვეძლება ჩვენი მეხსიერებისა და მოგონებების ატვირთვა/ტრანსფერი“, – აცხადებს პურდუს უნივერსიტეტის ინჟინერი – შირირამ რამანათენი, ScienceBlog-თან საუბრისას.

ამ ეტაპზე, მასალას შეუძლია ნეირონულ უჯრედებს შორის ქიმიური რეაქციების დაფიქსირება, რის საფუძველზეც, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მანამ, სანამ კომპიუტერის მეხსიერებაზე (ან ღრუბელზე) ჩვენი ტვინის მეხსიერების ატვირთვას შევძლებთ, მასალის გამოყენებით, ნევროლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტირება იქნება შესაძლებელი, მაგალითად, პარკინსონის დაავადების.

მკვლევარებმა მასალა ორი მოლეკულის – გლუკოზის (ენერგიის წარმოებისთვის აუცილებელი მოლეკულა) და დოპამინის (არეგულირებს მოძრაობას, ემოციურ რეაქციებსა და მეხსიერებას) შემთხვევაში გამოცადეს. კვანტური მასალა ამყარებს ძლიერ კავშირს ელექტრონებთან. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ორივე შემთხვევაში, მასალა პოულობს შესაძლებლობას, აწარმოოს წყალბადი, ანუ, კვანტურ ქსოვილს თვითონ შეუძლია ატომების წარმოქმნა და არ არის დამოკიდებული ენერგიის სხვა წყაროზე.

კვანტურ ქსოვილს შეუძლია იყოს მგრძნობიარე სხვა მოლეკულების (დოპამინისა და გლუკოზის გარდა) შემთხვევაშიც. შემდეგი ნაბიჯი კი ისეთი მატერიის შექმნაა, რომელსაც ტვინის სიგნალების საპასუხო რეაქციის გამოვლენა შეეძლება.

აღნიშნული სამეცნიერო კვლევა მრავალმა ორგანიზაციამ აღიარა მათ შორისაა – National Science Foundation, Air Force Office for Scientific Research, National Institute of Mental Health, Office of Naval Research and the U.S. Department of Energy Office of Science.

„ თქვენს ტვინში ელექტრონული მოწყობილობის მოთავსებით, მას შემდეგაც, რაც თქვენი ტვინის ფუნქციონირება თუ მეხსიერება, ასაკთან ერთად, ან კონკრეტული დაავადების გადატანის შემთხვევაში გაუარესდება, ამ მოწყობილობის დახმარებით, შეძლებთ აღიდგინოთ მოგონებები. ტვინს თვითონ შეუძლია საკუთარი მდგომარეობის შეფასება და დიაგნოსტირება, რომ არსებობს მოწყობილობა – მასალა, რომელიც ფიქრობს ისე, როგორც თქვენ. რომ შეიძლება, თქვენი მეხსიერება ციფრულ და ბიოლოგიურ მოცემულობებში ერთდროულად არსებობდეს. შემდეგ კი, შესაძლოა, თქვენ გარეშეც…“, – ამბობენ მეცნიერები.

კომენტარები