„ადამიანი თავისუფალია მაშინ, როდესაც აქვს განათლება, ინტელექტუალია არ ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ“- გიორგი ფხაკაძე

რადიო “ჯორჯიან თაიმსი” –  მამა პეტრეს  გადაცემა “ჩარჩოს მიღმა”. სტუმარი –  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.

გადაცემის თემა: თავისუფლება და ფსევდო-თავისუფლება.

-„ადამიანი თავისუფალია მაშინ, როდესაც აქვს განათლება, ინტელექტუალია არ ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ, ყველაფერზე საკუთარი აზრი გააჩნია. ადამიანმა რაც მეტი იცის, მეტად თავისუფალია, არ არის ჩარჩოში მოქცეული. არც სხვისი გავლენის ქვეშ ექცევა. შესაბამისად, განათლებაა ის აუცილებელი პირობა, რომელიც ადამიანს აქცევს დამოუკიდებელ კომპლექსებისგან თავისუფალ პიროვნებად.

თავისუფლებას განსაზღვრას მატერიალური კეთილდღეობაც, ფული არის ფუფუნება, რომ არ იყო ჩარჩოში და აკეთო ის რაც გსურს“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ნახეთ ვრცლად – ვიდეო

კომენტარები