„ადამიანი თუ ალერგიულია -მტვრის, მცენარის, საკვების მიმართ, ამ შემთხვევაში, ასეთ პაციენტებზე არის საერთაშორისო რეკომენდაცია, -პაციენტი უფრო დიდხანს გვყავდეს დაკვირვების“

-„ამცრელ ბრიგადებს უტარდებათ ტრენინგი, მოიცავს ინფორმაციას შესაძლო გართულებებზეც. გაწერილია ის აღჭურვილობა, რაც მათ უნდა ჰქონდეთ ადგილზე მწვავე რეაქციაზე სწრაფი და მყისიერი რეაგირებისთვის.

ყურადღებას გავამახვილებთ,  როგორ უნდა მოხდეს ამ შესაძლო გართულების ამოცნობა ადრეული ნიშნებით. ამ ადრეული ნიშნების პროგრესირება თუ მოხდა, რა მედიკამენტები უნდა იყოს გამოყენებული. გადამრჩენი ანაფილაქსიისთვის არის ადრენალინი. ყველა ბრიგადას ექნება ალგორითმი, რა მოქმედების შემდეგ რა უნდა გაკეთდეს. ეს აცრები გაკეთდება კლინიკებსა და საავადმყოფოებში, რომელთაც აქვთ გადაუდებელი დახმარებისა და ინტენსიური თერაპიის ჩატარების შესაძლებლობა. საჭიროების შემთხვევაში დაიწყებს დახმარებას ბრიგადა, მას აუცილებლად დაეხმარება სტაციონარული ჯგუფი,  ამის საჭიროება თუ იქნება.

ადამიანი თუ  ალერგიულია -მტვრის, მცენარის, საკვების მიმართ, ამ შემთხვევაში, ასეთ პაციენტებზე არის საერთაშორისო რეკომენდაცია, -ისინი აცრის შემდეგ 15 წუთი იყვენენ დაკვირვების ქვეშ. საქართველოს კანონმდებლობით და ჩვენც ასე გვირჩევნია, – პაციენტი უფრო დიდხანს გვყავდეს დაკვირვების ქვეშ, თუკი ანამნეზში აქვს მსუბუქი ან მძიმე ალერგიული რეაქცია, დაყოვნდეს 30 წუთი“, – განაცხადა ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა, მაია გოთუამ „TVპირველის“ ეთერში.

Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა.

კომენტარები