„ადამიანი ღმერთივით თავისუფალია. აუღებელი ციხესიმაგრეა ნებისმიერი ძალადობისათვის“

-„ადამიანი ღმერთივით თავისუფალია.
აუღებელი ციხესიმაგრეა ნებისმიერი ძალადობისათვის.

ის, შეიძლება ფიზიკურად გაანადგურო, ფსიქოლოგიურად მოსპო, ადამიანის სახე დააკარგვინო, ან არ ვიცი, რაც გინდა ის გაუკეთო, მაგრამ აი ის, რომ მეტანოია მოხდეს, რომ მან თავისი გადაწყვეტილებით, სამყაროს მიღმა ცხოვრება დაიწყოს და შეძლოს, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია.

და თუ ადამიანმა ეს გადაწყვიტა, ადამიანი იწყებს თავის თავში ჭეშმარიტი სიცოცხლის ძიებას. ასეთი ადამიანისთვის კი მიცემულია ის მექნიზმი, თუ გასაღები, რითაც ის ამას მოახერხებს და ამას ლოცვის, საერთოდ, ცხოვრების ისიხასტური პრაქტიკა, კონკრეტულად – გონიერი ლოცვა ქვია.

როდესაც დაჟინებით, დაჟინებით და დაჟინებით, იყურები შენს შიგნით, იმის შიგნით და კიდევ უფრო შიგნით,
იყურები, რომ როგორმე იესუს მიაკვლიო და კარები გაუღო.

თუ ეს მოხდება, ადამიანში იწყება ნამდვილი სიცოცხლის განცდა, რომელიც აღარ არის ბიოლოგიური სიცოცხლე, არც ფსიქოლოგიური სიცოცხლე, ის უბრალოდ სულიერი სოცოცხლეც არ არის,

ეს არის პირდაპირ ქრისტე“.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
/გვერდის ამონარიდების არქივიდან/

კომენტარები