„ადამიანმა და უნდა გადალახოს, რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს, არავითარ შემთხვევაში არ დაუთმოს ეშმაკს“

-„გონიერი ლოცვის პრაქტიკა, ძალიან რთულია.

ღმერთის დახმარების გარეშე, ეს აბსოლუტურად შეუძლებელია.
ხანდახან, პირდაპირ დემონური შემოტევა აქვს ადამიანს,
შეუძლია ნებისმიერი საქმე აკეთოს, შეშას დაჩეხავს, წავა ირბენს, ღამეს გაათენებს, ნებისმიერ რამეს გააკეთებს, რასაც უნდა, მაგრამ, როგორც კი ლოცვას იწყებს, აბსოლუტურად უუნარო ხდება ჩვენი ბუნება, დაიტიოს სიტყვა იესო – ანუ ჯოჯოხეთური მდგომარეობა.
როცა ჩვენი ხორცი და ჩვენი სული თანამშრომლობს ეშმაკთან, ქრისტეს საწინააღმდეგოდ.
ასეთი მდგომარეობები უნდა გამოსცადოს ადამიანმა და უნდა გადალახოს, რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს, არავითარ შემთხვევაში არ დაუთმოს ეშმაკს.
ეს არის ქრისტესთან ერთად ჯვარცმა და თითქოს კვდები ამ დროს, ცოცხალი აღარ ხარ.
და მერე პავლე მოციქულის სიტყვები ხდება გასაგები
– მე კი აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში“.
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ამონარიდი ქადაგებიდან, 01.11.2020
კომენტარები