ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი შაქარაშვილის მკვლელობის გამოძიების სკანდალურ შეუსაბამობებზე ალაპარაკდა

– „გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გარემოებებსა და სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს მივყავარ შემდეგ დასკვნამდე (სათქმელს ჩამოვაყალიბებ პოლულარულ ენაზე):
__________________________
1. გიორგი შაქარაშვილი, იმყოფებოდა რა უმძიმეს სტრესულ მდგომარეობაში, ცემის შედეგად მიიღო ცენტრალური ნერვული სისტემის, კერძოდთავის ტვინის სუბკორტიკალური უბნების ან/და მოგრძო ტვინის მძიმე დაზიანება, რამაც სიკვდილის დადგომისთანავე გამოიწვია კატალეპტიური გვამური გაშეშება;

  1. გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის დადგომიდან გვამის აღმოჩენამდე გასულია არაუმეტეს 48 საათი;
  2. გვამი ხანგრძლივი დროის განმავლობაში დასვენებული იყო გულაღმა მდგომარეობაში;
  3. გვამის გარეგანი დათვალიერების (გვამური ნიშნების) აღწერის შედეგები წინააღმდეგობაში მოდის გვამის შინაგანი გამოკვლევის შედეგებთან;
  4. გვამის გარეგანი დათვალიერებისა და შინაგანი გამოკვლევის შედეგები ნაწილობრივ წინააღმდეგობაში მოდის ექსპერტიზის დასკვნის შემაჯამებელ შედეგებთან;
  5. დასკვნის ჰისტოლოგიური გამოკვლევის ნანწილი სრულად შეესაბამებაწყალში დახრჩობისპათანატომიურ სურათს და ნაწილობრივ წინააღმდეგობაში მოდის გვამის გარეგანი დათვალიერებისა და შინაგანი გამოკვლევის მოცემულობებთან;
  6. ექსპერტიზა ჩატარებულია და დასკვნა შედგენილია
    გვამის სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისშესახებ სტანდარტული სავალდებულო მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც აქტის გამოკვლევის ნაწილი, ინფორმატიულობის თვალსაზრისითარასრულყოფილია.
    __________________________
    ზემოაღნიშნული შეფასების მცირე განმარტება ცალკეულ საკითხებზე:

კატალეპტიური გვამური გაშეშება
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
სწორედ ამით აიხსნება გიორგი შაქარაშვილის სხეულისა და მოგრეხილი ხელის ის მდომარეობა, რაც დაფიქსირებული იქნა როგორც გვამის აღმოჩენის ადგილზე, ასევე საექსპერტო დაწესებულებაში ექსპერტიზის (გაკვეთის) დაწყებამდე.

კატალეპტიური გვამური გაშეშება ვითარდება სიკვდილის დადგომისთანავე და გვამს აფიქსირებს იმ მდომარეობაში, როგორშიც იყო გულის გაჩერებამდე.

კატალეპტიური გვამური გაშეშების განვითარების მექანიზმი არის შემდეგნაირი:
თავისა და ზურგის ტვინის დაზიანების დროს, ნერვული იმპულსების ქაოტური აღგზნების შედეგად, ვითარდება ტონიკური კრუნჩხვითი გაშეშებაკონტრაქტურა. სიკვდილის დადგომისთანავე ეს კრუნჩხვითი მდგომარეობა გადადის გვამურ გაშეშებაში, რაც რჩება ასეთად და გვამი ინარჩუნებს ისეთ მდგომარეობას, როგორშიც იყო სიკვდილის დადგომამის მომენტში.

კატალეპტიური გვამური გაშეშება შესაძლოა აგრეთვე განვითარდეს უმძიმესი სტრესის ფონზე ან/და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების შედეგად, მათ შორის ცივ წყალში დახრჩობის დროსაც.

წყაროhttps://www.forens-med.ru/book.php?id=1302
________________________
გვამური გაშეშებისა (ადრეული გვამური მოვლენები) და ლპობითი პროცესების (გვიანი გვამური მოვლენების) შეუთავსებლობა:
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
შემთხვევის ადგილზე, გვამის დათვალიერების შედეგად ექსპერტი მიუთითებს, რომგვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში, გვამის სახე, გულმკერდი და ორივე ზემო კიდური დაფარულია მომღვრიო, მომწვანო, მორუხო ფერის ლპობითი ბადით.” (გვიანი გვამური მოვლენები).

გვამი გადასვენებული იქნა საექსპერტო დაწესებულებაში და რამოდენიმე საათში დაიწყო ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ამ დროისათვის გვამური გაშეშბა უკვე ყველა კუნთში მოხსნილია.

შეუსაბამობები სათანადო ფაქტორების გათვალისწინებით:
) გვამური გაშეშბა (ადრეული გვამური მოვლენები) და ლპობითი პროცესები (გვიანი გვამური მოვლენები) – შეუთავსებელი მოცემულობებია.
) შეუძლებელია გვამის აღმოჩენიდან ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის, ასეთ მცირე დროში გვამური გაშეშება მოხსნილიყო თუნდაც გულის კუნთსა და კუჭის კედლის მუსკულატურაში.
) ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილია გვამური იმბიბიციის (გვიანი გვამური მოვლენის), ლპობის სურათი, კერძოდ: გვამის სახე, გულმკერდი და ორივე ზემო კიდური დაფარულია მომღვრიო, მომწვანო, მორუხო ფერის ლპობითი ბადით.” მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ექსპერტიზას გვამის შინაგან ორგანოებში ლპობითი პროცესების (მათ შორის ლპობითი გაზების) არსებობა არ გამოუვლენია, რაც უსათუოდ განვითარდებოდა 4 დღის განმავლობაში.
) ექსპერტიზის დასკვნაში, სასუნთქი გზების გამოკვლევის აღწერილობაში აღნიშნულია, რომ – “გულმკერდზე ზეწოლით ზედა სასუნთქ გზებში ამოდის მოთეთრო მოვარდისფრო ფერის წვრილბუშტუკოვანი ქაფიანი სითხე.” აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სურათი ნაუჩუნდება წყალში დახრჩობიდან მაქსიმუმ მე-2 დღემდე პერიოდში, რის შემდეგაც ჰემოლიზისა და იმბიბიციის პროცესების შედეგად სასუნთქი გზებიდან ამოდის მხოლოდ მოყვითალო მღვრიე ფერის სითხე და არა მოთეთრომოვარდისფრო წვრილბუშტუკოვანი ქაფიანი სითხე.
წყაროhttps://www.forens-med.ru/book.php….
) ექსპერტიზის დასკვნაში ფილტვების ზომები თანაბარია, მაშინ როდესაც მამაკაცის მარცხენა ფილტვი მინიმუმ 2 სანტიმერტრით დიდია მარჯვენა ფილტვზე.
) დასკვნაში მარჯვენა ფილტვის წონაა 650 გრ, მარცხენასი 580. მაშინ, როდესაც ზრდასრული მამაკაცის მარჯვენა ფილტვის წონა არის 360 – 570 გრ, მარცხენასი კი 325 – 480 და აქ ფილტვის წყლით ან სისხლის შეგუბებით გაჯერება არაფერ შუაშია, პროპორციული მოცემულობა აშკარად დარღვეულია.
) გვამის შინაგანი გამოკვლევის შედეგების მიხედვითთავის ტვინის, გულის და სხვა ორგანოების ზომები, აგრეთვე მათი მორფოლოგიური სურათი, ხშირ შემთხვევაში არ იძლევაწყალში დახრჩობისთვისდამახასიათებელ ნიშნებს.
) დასკვნაში არ არის აღქწერილი სახისა და სხეულის სხვა გარეგანი ნაწილების შეშუპებადანაოჭება, რაც წყლის 3 – 4 დღის ზემოქმედების სურათას მოგვცემდა. დასკვნაში აღწერილია მხოლოდმრეცხავის ხელთათმანი.”
_________________________
ექსპერტიზის დასკვნაში არის სხვა შეუსაბამომებიც“ – წერს ირაკლი ზაქარეიშვილი

წყარო:  https://www.facebook.com/photo.php?fbid=3614933108520861&set=a.296775873669951&type=3&theaterყ

კომენტარები