„ადრეულ ეტაპზე ვავლენთ ინფიცირებულებს, ვიწყებთ მათ მართვას, რაც გამოსავლის კარგი“ – ამირან გამყრელიძე

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგი ჩატარდა.

-„გაფართოებული ტესტირების დროს დღეს დილისთვის, 11 ათასამდე ტესტირება გვქონდა, ეს ნიშნავს, – ინფექცია, თითქმის, არ გვეპარება. ჩვენ ადრეულ ეტაპზე ვავლენთ ინფიცირებულ ადამიანებს, ვიწყებთ მათ მართვას,ეს გამოსავლის კარგი წინაპირობაა. ქვეყანაში საგრძნობლად არის გაზრდილი PCR ტესტის მაჩვენებელი.

დღევანდელი რიცხვით იანვრიდან PCR ტესტის რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა, მილიონ მოსახლეზე ჩვენ გვაქვს 136 818 ტესტი, ეს გახლავთ ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელი ერთ მილიონ მოსახლეზე გადათვლით,  ევროკავშირის ქვეყნებს შორის ჩვენ შუა ხაზზე ვართ“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

-„მივიღეთ გადაწყვეტილება, აჭარაშიც გატარდეს ის მკაცრი ღონისძიებები, რომელიც სხვა ეპიდკერებში დღემდე ხორციელდებოდა. ღონისძიებების გამკაცრება ნიღბის ტარებას და დისტანცირებასაც შეეხება.

საქართველოს მასშტაბით ინციდენტობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა აჭარაში ინციდენტობა აღემატება 14-ს, ეს არის საყურადღებო. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, აჭარაშიც ჩატარდება ის გამკაცრებული ღონისძიებები, რომელიც დღემდე ტარდებოდა სხვადასხვა რეგიონში, სადაც ეპიდაფეთქების კერა იყო. უფრო მეტად იქნება გამკაცრებული ღონისძიებები ნიღბის ტარებასა და დისტანცირებაზე, როგორც ტრასპორტში, ასევე დახურულ სივრცეებში.  განხორციელდება მონიტორინგი დაწესებულებების, რომლებსაც დავალებული აქვთ თითოეული ბენეფიციარის, პერსონალის მონიტორინგი თერმოსკრინინგის კუთხით, მოხდება მათი გადამოწმებაც“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

-„ვიცე-პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი პრემიერის დავალებით ბათუმში იმყოფებიან. ისინი ადგილზე სიტუაციის მართვისა და უკეთესი მენეჯმენტის მიზნით იმყოფებიან.

მოსახლეობისგან ჩვენ მივიღეთ გარკვეული ინფორმაცია, – ცალკეულ ხარვეზებთან დაკავშირებით. მონიტორინგის ჯგუფები მუშაობენ ინტენსიურად, ის პრობლემები, თუკი არსებობს, მინიმუმამდე რომ იყოს დაყვანილი და აღმოფხვრილი“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა.

საქართველოში COVID19-ის 196 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 31 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge ზე განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2758 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1412 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები