აეროპორტში დაფრენისას, თვითმფრინავი დათვს დაეჯახა

Alaska Airlines-ის კუთვნილი კუთვნილი Boeing 737-700 ალასკაზე, ქალაქ იაკუტატის აეროპორტში დაფრენისას დათვს დაეჯახა. თვითმფრინავის ეკიპაჟმა დაშვებისას აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე ორი ცხოველი შენიშნა. ავიალაინერის კაპიტანი თვითმფრინავი ისე დაშვებას შეეცადა, ასაფრენ ზოლზე, შეჯახება რომ აეცილებინა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ დაშავებული დათვი ასაფრენი ბილიკის მოშორებით მკვდარი იპოვეს.  წერს CNN.

თვითმფრინავის ბორტზე 6 მგზავრი იმყოფებოდა, დაშვების შედეგად არავინ დაშავებულა. ბოინგს მარცხენა ძრავი დაუზიანდა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა თვითმფრინავი დათვს შეეჯახა. აქამდე ლაინერი რამდენჯერმე შეეჯახა ფრინველებს და სხვა ცხოველებს.

1987 წელს Boeing 737-200 Alaska Airlines-ი ალასკაზე აფრენისას თევზს შეეჯახა, რომელიც არწივს ეჭირა ბრჭყალებით.

კომენტარები