აეროპორტში კორონავირუსით ინფიცირებული ქართველი მამაკაცი დააკავეს

კოვიდვირუსით ინფიცირებული ქართველი მამაკაცი, სამართალდამცავებმა დააკავეს და კარანტინში გადაიყვანეს. 32 წლის კაცი საქართველოდან, შიფოლის აეროპორტის გავლით მალტაში მიფრინავდა. ის ამსტერდამის შიფოლის აეროპორტის თვითმფრინავში ასვლას სცდილობდა. ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აეროპორტის თანამშრომელთან საუბრების დროს დაადასტურა, ის კორონავირუსით ინფიცირებული იყო.

მამაკაცი პროკურატურის უფლებამოსილების ქვეშაა მოქცეული.

კომენტარები