ავარია ჰონკონგში

ჰონკონგში ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად 77 ადამიანი დაშავდა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების 25 და 15 სახანძრო ეკიპაჟია მობილიზებული.

მგზავრთა უმეტესობას უმნიშვნელო დაზიანება აქვს მიღებული. რამდენიმე მგზავრის მდგომარეობა მძიმეა.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

კომენტარები