ავარიისას 15-მდე მანქანა დაზიანდა, მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადამიანი

 რუისი-გორის გზის მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ევაკუატორს შეეჯახა, ავარიამ გზაზე შეფერხება გამოიწვია. უკან მომავალი მანქანები, ლიპყინულის გამო, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდნენ. ავარიის შედეგად 15-მდე მანქანა დაზიანდა, მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

შემთხვევის შემდეგ, საგზაო ტექნიკამ გზის საფარის გაწმენდა დაიწყო.

კომენტარები