ავლაბარში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

ავლაბარში, მეტეხის 14 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

-„შენობაში ერთი ოჯახის 2 წევრი იმყოფებოდა. გამგეობას კორპუსის მოსახლეობის ნახევრზე მეტი უკვე ქირით ჰყავდა გაყვანილი. ზოგმა ამაზე უარი განაცხადა, ამის ხელწერილიც არსებობს. გუშინ კედელი უკვე გადმოწეული იყო, დამატებით, კიდევ ერთი ოჯახი გაიყვანეს. ცოტა ხნის წინ კი, დარჩენილი ერთი ოჯახიც, რომელიც ქირით გასვლაზე უარს ამბობდა, დაგვთანხმდა, ეს ოჯახით ქირით გავიყვანეთ“, – განაცხადეს ისნის გამგეობაში.

კომენტარები