ავსტრალიაში ტყის ხანძრის შედეგად ასობით კოალა დაიღუპა
ავსტრალიაში ტყის ხანძრის შედეგად ასობით კოალა დაიღუპა. ცეცხლი ახალ სამხრეთ უელსში, სიდნეიდან 250 მილის დაშორებით, 2000 ჰექტარ ფართობზე იყო გავრცელებული. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ადგილობრივი კოალების პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. ველურ ბუნებაში სულ 43-ათასამდე კოალა დარჩა. მათი რაოდენობის შემცირებას კვებითი საშუალებების შემცირებით, დაავადებებით, კლიმატის ცვლილებითა და ძაღლების მხრიდან გახშირებული თავდასხმებით ხსნიან.
კოალა არის ყველაზე უწყინარი ცხოველი. მას არ შეუძლია თავის დაცვა. მაშინაც კი, როცა თავს ესხმიან… ის უბრალოდ ტირის, მანამ, სანამ ტკივილი არ გაუვლის, ან არ მოკვდება