ავსტრალიელმა მეცნიერებმა, სმარტფონების უეცარი მავნებლობა აღმოაჩინეს

ავსტრალიელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მობილურების ხშირი გამოყენების გამო, მის მომხმარებელს, თავის ქალაზე ძვლოვანი წამონაზარდები გამოსდის.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ რქის მსგავსი წამონაზარდები კეფაზე ვითარდება. ეს, დატვირთვის ხერხემლიდან თავის კუნთებზე გადატანით და თავის წინ ხშირი გადახრით არის განპირობებული.

ამის შედეგად, ადამიანებს, კისრის ზემოთ, პატარა გამობერილი ადგილი უჩნდებათ.

მეცნიერები თვლიან, რომ ამ წამონაზარდების აღმოჩენა, ორგანიზმის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, პირველ ფიზიოლოგიური ადაპტაციის დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს.

ინფორმაციას „iz.ru“ ავრცელებს.

კომენტარები