ავსტრალიის აღმოსავლეთით მოსახლეობა წყალდიდობას ებრძვის

ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია.

ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

წყალდიდობისგან დაზარალდა ვიქტორიის, ახალი სამხრეთ უელსის და ქუინსლენდის შტატები, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ტყის ხანძრები მძვინვარებს.

ქუინსლენდში წყალდიდობის შედეგად მთავარი მაგისტრალები ჩაიხერგა. ახალ სამხრეთ უელსში  მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.  რამდენიმე დღის წინ არსებული ხანძრის 100 კერიდან ახლა მხოლოდ 75-ია აქტიური.

ტყის ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას 28 ადამიანი ემსხვერპლა, 2000-ზე მეტი სახლი კი ხანძარმა გაანადგურა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრებს დაახლოებით მილიარდი გარეული ცხოველი ემსხვერპლა.  ~

 

კომენტარები