ავტომობილის მფლობელებმა სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება 21 ივლისამდე უნდა განახორციელონ

ავტომობილის მფლობელებს, რომლებსაც პერიოდული ტექინსპექტირების გავლა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უწევდათ, ტექდათვალიერების გასავლელად დამატებით ორთვიანი ვადა მიეცათ.

-„ავტომობილის მფლობელებმა სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება 21 ივლისამდე უნდა განახორციელონ.

მათ, ვისაც უკვე დღეიდან უწევდათ ტექინსპექტირების გავლა, ვალდებულები არიან ავტომობილების დათვალიერება განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 50 ლარით დაჯარიმდრებიან. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა უწევდათსაგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მათთვის  დამატებით განისაზღვრა კიდევ 60 კალენდარული დღე, –  21 ივლისამდე ისინი შეძლებენ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლას. დღეს, ან მომდევნო დღეებში თუ უწევთ ტექდათვალიერება, ამ შემთხვევაში ამ ადამიანებმა თავის დროზე უნდა გაიარონ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება” , – განაცხადა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მიხეილ ხმალაძემ.

კომენტარები