ავტომფლობელებს „112“-ის წინაშე დაგროვილი დავალიანება ჩამოეწერებათ- პარლამენტმა შესაბამისი კანონი

საქართველოს პარლამენტმა კანონი დაამტკიცა. მოქალაქეებს „112“-ის წინაშე დაგროვილი დავალიანება ჩამოეწერებათ.

პირებს, რომელთა ავტომობილიც, კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დაცულ  ავტოსადგომზე 2020 წლის 1 სექტემბრამდე განთავსდა და დღემდე არ მომხდარა მათი გაყვანა, ერთჯერადად, 100 ლარის გადახდის სანაცვლოდ, საშუალება ეძლევათ, დაიბრუნონ საკუთარი ავტომობილი.

მათ სრულად ჩამოეწერებათ „112-ის“ წინაშე დაგროვილი დავალიანება, რომლის საერთო ოდენობა, დღეის მდგომარეობით, 4 მილიონამდე ლარს შეადგენს.

აღნიშნული შეღავათით სარგებლობა უფლებამოსილ პირებს კანონის ამოქმედებიდან 3 თვის განმავლობაში შეეძლებათ.

4 მილიონ ლარამდე დაგროვილი დავალიანების ჩამოწერა მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით.

შეიქმნა სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი ავტომანქანების ადმინისტრირებისა და მათი სადგომიდან გაყვანის ეფექტიანი მექანიზმი, რაც სამომავლოდ გამორიცხავს მოქალაქეთათვის მსგავსი დავალიანების დაგროვების რისკებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი  უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილებისა და დგომის უზრუნველყოფა. ეს მიმართულება მოიცავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების დაცულ სადგომზე გადაყვანასა და აღნიშნულ სადგომზე მისი დგომის უზრუნველყოფას.

კომენტარები