„ავტორიზებული ვაქცინები ეფექტიანია კორონავირუსის ყველა ცნობილი ვარიანტის…“- ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ ჟენევაში გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა:

-„ავტორიზებული ვაქცინები ეფექტიანია კორონავირუსის ყველა ცნობილი ვარიანტის, მათ შორის ინდურის წინააღმდეგ“.

ჰანს კლუგემ ასევე ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ საერთაშორისო მოგზაურობისგან, რადგანაც  კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მიღწეული პროგრესი ჯერ კიდევ მყიფეა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ ვაქცინებს შორის არის „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „მოდერნა“, „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ და „სინოფარმი“.

 

კომენტარები