ავღანეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, სადაც ქართველი ჯარისკაცები აშშ-ს, ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთისა და ავღანეთის თავდაცვის ძალებთან ერთად სიმბოლურ მარშში მონაწილეობდნენ. სამხედრო მარში სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალთან დასრულდა.

ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა დანიელ კონლიმ ქართველ სამხედროებს დამოუკიდებლობის დღე პირადად მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროების წვლილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ფასდაუდებელია.

კომენტარები