„აზარტულმა თამაშებმა დიდი მსხვერპლი მოიტანა, ბევრი ოჯახი დაანგრია“ – გიორგი ფხაკაძე კაზინოების, სასმელებისა და თამბაქოს რეკლამის წინააღმდეგ

📣,,პატრიოტიზმი არის პროფესიონალიზი” -ასე განსაზღვრა ფილოსოფოსმა მერაბ მამარდაშვილმა.
ალბათ ყველაზე მეტად მაშინ ვარდება ქვეყანა და ყველა სისტემა მძიმე სიტუაციაში, როცა არაპროფესიონალები მართავენ მას.
📌ყველა თუ საკუთარ სიმაღლეზე დადგა, ექიმი იქნება თუ იურისტი, პედაგოგი თუ არქიტექტორი, მაშინ პრობლემაც ნაკლები იქნება, პროფწსიონალიზმიც მეტად დაფასდება და ნეპოტიზმიც მოისპობა.
📌ქვეყნის სიძლიერის გარანტია სწორედ ღირსეულ და კომპეტენტურ სპეციალისტებზეა დამოკიდებული.
ეს ძალიან აქტუალური თემაა…
-„მე ერთი მთხოვნა ჩვენს გადაცემასთან დაკავშირებით. მე მესმის და ვიცი, რომ თქვენს რადიოს ისევე სჭირდება შემოსავალი, როგორც სხვა მედიაშუალებებს, გასაგებია. ჩემი ძალიან დიდი თხოვნა იქნება, ჩვენი გადაცემის მიმდინარეობისას, რეკლამის დროს არ იყოს კაზინეობის რეკლამა, რომლისაც მე პირადად ძალიან დიდი წინააღმდეგი ვარ, არ იყოს ასევე სასმელების და თამბაქოს რეკლამა.
მე ვფიქრობ, რომ კაზიონებმა ძალიან დიდი მსხვერპლი შემოიტანეს ჩვენს ქვეყანაში, ძალიან ბევრი ოჯახი დაანგრია. ეს იქნება ჩემი პირადი თხოვნა“- აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
მამა პეტრე: „მესმის… ძალიან ბევრი წერილი მოვიდა, სადაც ზოგი დაყვავებით მესაუბრება, ზოგი მუქარით, ზოგი შეურაცხყოფით, როდესაც სულიერ თემებზე საუბრობ და პრეტენზია გაქვთ ეკლესიურობაზე და სულიერ ცხოვრებაზე, მაშინ მაინც შეიკავეთ თავი ამ რეკლამებისგან. ეს სწორი შენიშვნაა…“
კომენტარები