„აზერბაიჯანთან მიღწეული შეთანხმების დიდ სამამულო საქმედ გასაღება არის ცინიზმი“

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა:

„აზერბაიჯანთან მიღწეული შეთანხმების დიდ სამამულო საქმედ გასაღება არის ცინიზმი.

ვითარება, რომელიც გარეჯის ტერიტორიაზე შეიქმნა საბჭოთა ოკუპაციის შედეგია და აღნიშნული არც საქართველოს და არც აზერბაიჯანის ბრალი არ არის.

ნორმალური ვითარებაა, რომ ის სტატუს-კვო, რომელიც იყო აქამდე უნდა აღდგეს, რომ ტურისტს, მომლოცველს, სასულიერო პირს აღნიშნულ მონაკვეთზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდეს, ვიდრე შეთანხმება შედგება. გახარიასგან ან ივანიშვილის სხვა მარიონეტისგან ამის დიდ სამამულო საქმედ გასაღება არის ცინიზმი. პრობლემა როგორ შეიქმნა გვახსოვს ყველას, ისიც გვახსოვს, რომ პრობლემის დამძიმებას და საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ შუღლის გაღრმავებას ეწეოდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფები“,

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გახარიამ განაცხადა, რომ 11 ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება.

კომენტარები