აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომხური მხარის მიერ კონტროლირებადი კიდევ შვიდი სოფლის დაკავების შესახებ აცხადებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხური მხარის მიერ კონტროლირებადი კიდევ შვიდი სოფლის დაკავების შესახებ აცხადებს.

შესაბამისი ინფორმაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა. ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის სამხედრო შენაერთებმა ჯებრაილისრაიონის ხუთი სოფელი, ფიზულის რაიონის ერთი და ტერტერის რაიონის ერთი სოფელი დაიკავეს.

მანამდე, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ ძალების დაშორიშორების ხაზთან მდებარე სოფელ მადაგიზში აზერბაიჯანის დროშა აღმართა.

სომხურ მხარეს აზერბაიჯანის ძალების მიერ სოფლების დაკავებასათან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები