„აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის საპასუხოდ ვაცხადებთ“ – სომხეთის თავდაცვის უწყება განჯასა და მინგეჩაურზე სარაკეტო იერიშის მიტანას უარყოფს

სომხეთის თავდაცვის უწყება განჯასა და მინგეჩაურზე სარაკეტო იერიშის მიტანას უარყოფს.

-„აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის საპასუხოდ ვაცხადებთ, – სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან ან სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მხრიდან აზერბაიჯანის მიმართულებით ცეცხლი არ გახსნილა“, – განაცხადა სომხეთის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

~

Shushan Stepanyan

14 hours ago

Ի պատասխան ադրբեջանական ռազմաքաղաքական
ղեկավարության հայտարարությունների՝ Հայաստանի Հանրապետության տարածքից կամ ՀՀ ԶՈՒ կողմից որևէ տիպի կրակ չի վարվել Ադրբեջանի ուղղությամբ։

In response to the statements of the Azerbaijani military-political leadership, no fire was opened from the territory of the Republic of Armenia or by the Armed Forces of Armenia in the direction of Azerbaijan.

В ответ на заявления азербайджанского военно-политического руководства: в направлении Азербайджана с территории Республики Армения или со стороны Вооруженных сил РА не велось какого-либо вида огня.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის, ჰიქმეთ ჰაჯიევის განცხადებით, სომხეთის მხრიდან ქალაქ განჯის დაბომბვის შედეგად 35 ადამიანი დაშავდა, 5 – დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი.

სომხეთმა ქალაქ განჯაზე იერიში ბალისტიკური რაკეტა „სკადით“ მიიტანა.

ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა.

-„სომხეთის ტერიტორიიდან ქალაქ განჯის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გამოუშვეს. განჯა საბრძოლო ზონიდან შორს არის. ამის არანაირი სამხედრო აუცილებლობა არ არსებობდა. განჯაზე იერიში ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს.

„სკადის“ გამოყენება მჭიდროდ დასახლებული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სომხეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის სრულ უზნეობასა და შიზოფრენიულ აზროვნებაზე მიუთითებს“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ.

კომენტარები