„აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბური შეტევითი ოპერაცია დაიწყეს“ – სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბური შეტევითი ოპერაცია დაიწყეს.

ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, არცრუნ ოვანისიანიმ განაცხადა.

-„არცახის თავდაცვითი ძალები წარმატებულად უწევენ წინააღმდეგობას თავდასხმებს და მოწინააღმდეგის პირად შემადგენლობასა და ტექნიკას დიდი ზიანი მიაყენეს“, – განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, – ამ მომენტისთვის აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 370 ჯარისკაცი, 22 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკის 10 ერთეულია განადგურებული.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა.

პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის სიტუაცია დაიძაბა. ჩამოგდებულია მინიმუმ ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი. იუწყება BBC .

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ.

ორივე მხარე იუწყება, – დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი კონფლიქტი ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად გამწვავდა.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

კომენტარები