„აზერბაიჯანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პარტნიორს დაკარგავს“ – იგორ კუროპტევი
რუსული-ამერიკული ფონდის „მსოფლიოს ტალანტი“ დირექტორი, პროდიუსერი და ჟურნალისტი იგორ კუროპტევი ბოლო დროს დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და სოციალურ ქსელში წერს:
„ბოლო თვეა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ სიტუაციებს ვაკვირდები. ვატარებ სხვადასხვა შეხვედრას. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ არა საკუთარი, ეგოისტური, არამედ მესამე მხრის პოზიციიდან, თემის გახსნა არც აზერბაიჯანს და არც საქართველოს, თავში აზრად არ მოსვლიათ.
მე ვფიქრობ, რომ ბაქოს მხრიდან საკითხი განხილვასაც არ ექვემდებარება და მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, პოზიციები არ დათმონ. საქართველოზეც იგივეს ვიტყოდი. შეიძლება, მომხდარი საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიეროთობის გაფუჭებით ავხსნა. ან იქნებ მომხდარს კიდევ რაღაც სხვა ახსნა ჰქონდეს. თუმცა ერთი ვიცი, შეუძლებელია დღესასწაულის წინ საზღვარს სპეციალურად არ კეტავდე, შეუძლებელი და წარმოუდგენელია მოლაპარაკებებისა და დაძაბულობის ფონზე, ვითომ დაგეგმილი სწავლებების გამო, საზღვრის მეორედ დაკეტვა პროვოკაცია არ იყოს.
გზის თხრა და სამუშაოების დაწყება შეუძლებელია პროვოკაცია არ იყოს. ეს სიგნალია საქართველოს ხელისუფლებისკენ მიმართული, სიგნალია, მაგრამ სამწუხაროდ არა მეგობრული.
განა შეიძლება პარტნიორობა და მეგობრობა აზერბაიჯანმა საკუთარი ხელით გაანადგუროს?
დიახ, ეს საქართველოსთვის მეტად ფაქიზი თემაა. რატომ აძლევს აზერბაიჯანი მათ დაპირისპირების ახალ და ახალ მიზეზებს? შეხვედრებს ვატარებდი, მაგრამ არც ერთ მსგავს კითხვაზე პასუხი არ მომისმენია.
აუცილებლად უნდა გაეცეს კითხვებს პასუხი! აუცილებლად უნდა შეწყვიტოს ყველანაირი სამუშაო აზერბაიჯანმა დავით გარეჯის სადავო ტერიტორიაზე. სხვანაირად, აზერბაიჯანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პარტნიორს დაკარგავს.“ – წერს იგორ კუროპტევი.