აზერბაიჯანი სომხეთს ქალაქ განჯის დაბომბვაში – ერთი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს

აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტაზე 9 ოქტომბერს შეთანხმდნენ.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სომხურმა მხარემ ქალაქი განჯა კიდევ ერთხელ დაბომბა.

ერთი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, 5 ადამიანი დაიღუპა, 28 დაშავდა. ერევანში განჯის დაბომბვის ფაქტს უარყოფენ, ბაქოს საპასუხო ბრალდებას უყენებენ. სომხეთი აზერბაიჯანს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციული ცენტრის, სტეპანაკეტრის დაბომბვაში სდებს ბრალს.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა.

 

კომენტარები