აზერბაიჯანი: 30 წელი 20 იანვრის ტრაგედიიდან

დღეს შესრულდა 30 წელი 1990 წლის 20 იანვრის სისხლიანი მოვლენებიდან. ეს დღე გახდა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლო.

20 იანვის გამთენიისას ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხედრო ნაწილებმა არა მარტო ხმელეთიდან, არამედ ზღვიდანაც შეუტია აზერბაიჯანის დედაქლაქის ბაქოს მშვიდობიან მოსახლეობას, ამით ჩაიდინა გაუგონარი სისხლიანი დანაშაული კაცობრიობის წინაშე,  ნათქვამია საიტზე oxu.az.

შედეგად დაიღუპა აზერბაიჯანის სრულიად უდანაშაულო 133 მშვიდობიანი მოქალაქე. დაიჭრა 744, 841 ადამიანი დააპატიმრეს უკანონოდ. დაღუპულთა და დაზარალებულთა შორის იყვნენ არასრულწლოვნები, მოხუცები, ქალები…

საბჭოთა არმიის მიერ ჩადენილი ეს დანაშაული, რომელიც განხორციელდა სსრ კავშირის პრეზიდენტის მიხაილ გორბაჩოვის ბრძანებით, კაცობრიობის ისტორიაში ჩაიწერა სისხლიანი ასოებით.

ამ დროს აზერბაიჯანში საინფორმაციო ბლოკადა იყო. საბჭოთა არმიის ჯარისკაცებმა ააფეთქეს ტელევიზიის ენერგობლოკი, აიკრძალა პერიოდული გამოცემები. მიზანი იყო ის, რომ ხალხს ვერ გაეგო სისხლიანი მოვლენების შესახებ.

1990 წლის 21 იანვარს გეიდარ ალიევი სიტყვით გამოვიდა მოსკოვში აზერბაიჯანის მუდმივ წარმომადგენლობაში და განაცხადა, რომ ამ ტრაგიკულ დღეებში ის არის თავისი ხალხის გვერდით.

გეიდარ ალიევმა პოლიტიკური შეფასება მისცა 20 იანვრის სისხლიან მოვლენებს და თქვა, რომ ეს იყო ცენტრალური და ადგილობრივი ხელძღვანელების უდიდესი შეცდომა, რაც ეწინააღმდეგება სამართლის ნორმებს, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპებს.

ამ ისტორიული გამოსვლის ტექსტი ფართოდ გავრცელდა როგორც აზერბაიჯანში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ხალხს, რომელიც უმწეოდ თვლიდა თავს, იმედი ჩაესახა…

1993 წელს, ხელისუფლებაში გეიდარ ალიევის დაბრუნების შემდეგ, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები 20 იანვრის ტრაგედიის მიზეზების გამოძიების და დამნაშავეთა გამოვლენა-დასჯის მიზნით. გეიდარ ალიევის, საერთოეროვნული ლიდერის,  ინიციატივით და მონდომებით, 20 იანვრის ტრაგედიას სახელმწიფო დონეზე მიეცა პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება, დასახელდა მომხდარში დამნაშავეთა ვინაობა.

თანმიმდევრულად წარიმართა მუშაობა, რათა განსაზღვრულიყო ამ სისხლიანი მოვლენების როლი აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიაში, უზრუნველყოფილიყო ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნა, მთელი სიმართლის სრულად მიტანა საერთაშორისო ორგანიზაციებამდე, უცხოეთის ქვეყნების პარლამენტებამდე, მსოფლიო საზოგადოებრიობამდე.

1994 წლის 24 მარტს მილი მეჯლისმა მიიღო სპეციალური დადგენილება 20 იანვრის ტრაგიკულ მოვლენათა შესახებ.

იმას, რაც მოხდა 1990 წლის იანვარში, ვერ შეეძლო გაეტეხა ხალხის სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ. პირიქით, ამან კიდევ უფრო გაამყარა ხალხის ნება, რამაც საბოლოოდ გამარჯვებამდე მიიყვანა.

20 იანვარი – აზერბაიჯანში საერთო სახალხო გლოვის დღეა.

წყარო: oxu.az

 

კომენტარები