აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის “ქურთისტანის მაზრა” არსებობდა! – სიმონ კილაძე:

 – “აზერბაიჯანში 1923-1929 წლებში იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონებია, მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის, არსებობდა ქურთისტანის მაზრა, ცენტრით ქალაქ ლაჩინში.

ამით იმის თქმა მინდა, რომ კავკასიის ისტორიაში ბევრი რამ დავიწყებულია და ხშირად გვიხდება მათი გახსენება. კი, ვიცოდით, რომ ქურთები ცხოვრობდნენ, მაგრამ ვეჭვობ, რომ ჩემს მეგობართაგან მათი განსახლების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გეორგრაფიულ-პოლიტიკური სახელწოდება – “ქურთისტანის მაზრა” – ამ პოსტის წაკითხვამდე ძალიან ცოტამ თუ იცოდა, რუკაზე რომ არაფერი ვთქვათ…. 🙂
(რუკა გადმოქართულებულია ჩემს მიერ)”

წერს სიმონ კილაძე

კომენტარები