აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის მონასტერთან მისასვლელი გზა გახსნა
9
აზერბაიჯანულმა მხარემ, ჩიჩხიტურის მონასტერთან მისასვლელი გზა, რომელიც 2007 წლიდან მომლოცველთათვის დაკეტილი იყო, გახსნა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სტაბილური მდგომარეობაა დავით გარეჯთანაც, სადაც ამ დრომდე აზერბაიჯანელ მესაზღვრეთა რიცხვი ექვსამდეა შემცირებული.