აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსის 113 შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსის 113 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი, განიკურნა 40.

ამ ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

აზერბაიჯანში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი სულ 3 387 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილია 40 პირი, ამჟამად აზერბაიჯანის საავადმყოფოებში 1333 ინფიცირებული მკურნალობს.

კომენტარები