აზერბაიჯანში 10 ნოემბერი გამარჯვების დღედ გამოცხადდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 10 ნოემბერი, გამარჯვების დღედ გამოაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულებაში ნათქვამია:

-„ყოველწლიურად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 10 ნოემბერი საზეიმოდ აღინიშნება, როგორც გამარჯვების დღე“.

ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, – 27 სექტემბერი, საომარი მოქმედებების დაწყების თარიღი, ყარაბაღის ომში დაღუპულთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა.

10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, – სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები