„აზრი ეკარგება ამ საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას, 1 200-ზე მეტი ოქმი ჩაასწორეს“- ლევან ბეჟაშვილი

-„1 200-ზე მეტი ოქმი ჩაასწორეს, კიდევ საარჩევნო უბნების დოკუმენტაციის გახსნაზე, რამდენი ბიულეტენი გასწორდა და როგორ შეიცვალა, არავისაქვს წარმოდგენა. ბუნებრივია, აზრი ეკარგება ამ საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას. მით უფრო, თუ პოლიტიკური ნება არსებობდა, მართლა გადათვლილიყო შესაბამისი უბნები, ჩვენ გვქონდა 700-ზე მეტი საჩივარი საოლქო კომისიებში,  ვითხოვდით, გადათვლას ცხელ კვალზე, სასამართლო გადაწყვეტილებები, სადაც ასევე ვითხოვდით გადათვლას და ცალკეული უბნების გაბათილებას“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობა 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

კომენტარები