ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის – ISWD პროექტი
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის – ISWD პროექტის ფარგლებში:
შეიქმნა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი 51 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებში, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში;
განხორციელდა პროფესიული განათლების 10 დაწესებულების მოდერნიზება:
2,450 სტუდენტი ჩაირიცხა ახალ და მოდერნიზებულ პროგრამებსა თუ სასერტიფიკატო კურსებზე. ქალი სტუდენტების რაოდენობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის 13% -ს შეადგენს.
გადამზადდა 473 მასწავლებელი, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი;
განხორციელდა 4.2 მლნ აშშ ლარის მოცულობის ინვესტიცია სასწავლო ლაბორატორიებისა და მასალების შესაძენად;
დაფინანსდა 27 მცირე პროექტი, ჯამური საგრანტო თანხით 510,447 აშშ დოლარი;
მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, 2016-2018 წლებში, ჩატარდა პროფესიული განათლების სამი ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია;
2017 და 2018 წლებში ჩატარდა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ ორი კონკურსი;
ჯამურად, 17,699,819 აშშ დოლარი გამოიყო თანამედროვე, კონკურენტუნარიანი პროგრამების შექმნისთვის და ქვეყანაში პროფესიული განათლების პროვაიდერების შესაძლებლობების გაზრდისათვის. აქედან, საგრანტო დაფინანსებას შეადგენდა 11,732,440 აშშ დოლარი, ხოლო კერძო და საჯარო სექტორის თანადაფინანსებას – 5,967,379 აშშ დოლარი.