ათასწლეულის გამოწვევის ფონდის უმაღლესი განათლების პროექტის შედეგები

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის უმაღლესი განათლების პროექტის შედეგები:

საქართველოში შემოვიდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც სამ ადგილობრივ ქართულ უნივერსიტეტთან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერთად ახორციელებს ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში;

საქართველოს სამ პარტნიორ უნივერსიტეტში ხუთი მიღების შედეგად, ჩაირიცხა 779 სტუდენტი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექვს ამერიკულ საბაკალავრო პროგრამაზე: ქიმია/ბიოქიმია, კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული ინჟინერია, ელექტრო ინჟინერია, სამოქალაქო ინჟინერია და სამშენებლო ინჟინერია;

2019 წელს SDSU-საქართველოს ჰყავს პირველი 58 კურსდამთავრებული;

14 მილიონი აშშ დოლარი ჩაიდო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის მოწყობაში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამ პარტნიორ უნივერსიტეტში საქართველოში;

აშენდა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოთხსართულიანი, 4,600 კვადრატული მეტრის ახალი საგანმანათლებლო შენობა, სადაც განთავსდა საერთაშორისო სტანდარტების ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები, საკლასო ოთახები და სამუშაო სივრცეები;

ფონდის მხარდაჭერით შექმნილი კერძო და საჯარო სექტორთან პარტნიორობის ფონდის (PPPF) მიერ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამების განხორციელების მხარდასაჭერად, 2019 წლის შემოდგომის მდგომარეობით ჯამურად მოპოვებულ იქნა 3.2 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაფინანსება;

პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტების 99-მა პროფესორმა საქართველოდან, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კალიფორნიაში, გაიარა პროფესიული განვითარების პროგრამა.

კომენტარები